ახალი სასწავლო მოდულები

გახადეთ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის თემაზე შექმნილი VISA-ს 'ფინანსური ფეხბურთი' თქვენი გაკვეთილის ნაწილი სპეციალური სასწავლო მოდულების დახმარებით. თითოეული მოდული დეტალურ სასწავლო რესურსს წარმოადგენს, რომლის არსებულ საგაკვეთილო გეგმაში ინტეგრირებაც მარტივად არის შესაძლებელი. მოდულების დახმარებით, თამაშის დაწყებამდე თითოეული მოსწავლე ისწავლის დაზოგვის, ბიუჯეტირების, ფინანსური მიზნების დასახვის, ფინანსური რისკებისა და გონივრული სესხების შესახებ. ამოირჩით თქვენთვის შესაფერისი ასაკობრივი კატეგორია მარჯვნივ მოცემული მენიუდან და გადმოწერეთ სასწავლო მოდულები. თითოეული მოდული მოიცავს:

მოდულის აღწერა:

მოდულის აღწერაში მოცემულია იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელსაც ეს მოდული ფარავს. ეს მოკლე ანოტაცია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს/ტრენერებს აწვდის ზოგად ინფორმაციას მოდულში განხილული მასალის შესახებ.

სწავლების მიზნები:

მოდულში ჩამოთვლილი სასწავლო მიზნები მოკლედ აღწერს მოდულის ფარგლებში მისაღწევ შედეგებს.

გზამკვლევი:

თითოეული მოდულის ყველაზე დიდ ნაწილს გზამკვლევი შეადგენს, რომელიც მოიცავს ძირითად სასწავლო საკითხებს, თამაშში გამოყენებულ ტერმინებს და მითითებებს, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს მოდულში მოცემული ინფორმაციის მოსწავლეებამდე მიტანა. მასწავლებლებსა და ტრენერებს შეუძლიათ გამოიყენონ გზამკვლევი არსებული ფორმით, ან მოარგონ ის სწავლების საკუთარ სტილს.

დისკუსია:

მოსწავლეები და მასწავლებლები განიხილავენ კონკრეტულ მაგალითებს, რათა პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა.

აქტივობები:

თითოეული მოდულის ბოლოს, მოცემულია ტესტები და სავარჯიშოები, რომლებიც მოთამაშეს საშუალებას მისცემს შეამოწმოს საკუთარი ცოდნა. შესაძლებელია ამ აქტივობების როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად შესრულება იმისთვის, რომ შეფასდეს მოსწავლის პროგრესი და ცოდნის დონე.

გაკვეთილების გადმოწერა
ეს სასწავლო მოდულები შემუშავებულია სამი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოთამაშეებისთვის. დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებს იმისთვის, რომ გადმოწეროთ სასწავლო მოდულები.
დამწყები:
ეს მასალა შემუშავებულია 11-დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის.
ნახევრად პროფესიონალი:
ეს მოდულები შემუშავებულია 14-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის.
მსოფლიო კლასი:
ეს გაკვეთილები ყველაზე მეტად 18 წლის და 18 წელზე უფროს სტუდენტებს შეეფერება.

დამწყები (ასაკი: 11-14 წელი)
ნახევრად პროფესიონალი (ასაკი: 14-18 წელი)
მსოფლიო კლასი (ასაკი: 18+ წელი)